გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მაგრამ ამ ბიჭმა საკუთარ პანაშვიდზე დომინო ითამაშა (4 ფოტო)

ადრე თუ გვიან ადამიანის სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება. რა თქმა უნდა ახლობლებისთვის ეს დიდი ტრაგედიაა და ძალიან ცოტას თუ შეუძლია გაუმკლავდეს წუხილს და მიიღოს ის, როგორც ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.სიცოცხლეში ხომარ აგუაიო კოლაცო ჩვეულებრივი ბიჭი იყო, პატარა ბარის მეპატრონის შვილი, სადაც ის ცხოვრების დიდ ნაწილს ატარებდა. მას ხშირად დაინახავდით მაგიდასთან დომინიოთი და ლუდის ჭიქით ხელში. თავისი 23-ე დაბადების დღიდან დიდი დრო არ იყო გასული და ხომარი შემთხვევითი მსხვერპლი გახდა თავის უბანში მომხდარი ჩხუბის დროს.


ჩატვირთვა...

დედამისმა გადაწყვიტა დაექირავებინა სარიტუალო კომპანია, რომელიც მისი შვილის პანაშვიდების მოწყობაში დაეხმარებოდა.

თავის საყვარელ ბარში ხომარი ლურჯ სპორტულში იჯდა და ხელში დომინო ეჭირა. ნებისმიერს ვინც სამძიმარზე მივიდოდა, შეეძლო სიმბლურად სვლა გაეკეთებინა ან ჭიქა მიეჭახუნებინა. მუსიკალური ავტომატიდან ხომარის საყვარელი სიმღერები ისმოდა.

ხომარის დედა ხსნის თავის საქციელს: მის შვილს უყვარდა დომინოს თამაში და თავის ბოლო გზაზე, რატომაც არ გააკეთოს კიდევ ერთი სვლა. დედისთვის და ახლობლებისთვის ხომარის დანახვა ჩვეულ ადგილას უფრო მისაღებია, ვიდრე კუბოში.

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები