განახლებულ თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსს ავტორად კოლაუ ნადირაძე მიაწერეს

ქუთაისში, თეთრ ხიდზე ტერენტი გრანელის ლექსის ნაწყვეტს ავტორად კოლაუ ნადირაძე აწერია. რეაბილიტირებულ ხიდზე ამოტვიფრულია ნაწყვეტი ტერენტი გრანელის ლექსიდან “აღსარება ქუთაისს”. შეცდომის შესახებ ფეისბუქმომხმარებელი აკაკი მამრიკიშვილი წერს:


ჩატვირთვა...

ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა, თამთა თურმანიძემ ფეისბუქზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ბოდიში მოიხადა და “ტექნიკური ხარვეზი” უწოდა დაშვებულ შეცდომას. მან იქვე აღნიშნა, რომ შეცდომას მალევე გამოასწორებენ:

“განსაკუთრებული მადლობა აკაკი მამრიკიშვილს ამ აღმოჩენისთვის! რა თქმა უნდა, ჩვენ ვიცით, რომ ეს ტერენტი გრანელის ფრაზაა, მაგრამ სამწუხაროდ, ხანდახან იპარება ხოლმე ყოვლად გაუთვალისწინებელი ტექნიკური შეცდომები, რომლებისგანაც არავინ არის დაზღვეული”.

განახლებული ხიდის სავალ ნაწილზე კიდევ სხვადასხვა ავტორის ტექსტია დატანილი.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები