“გაიზრდება მსუბუქი ფლირტისა და მოულოდნელი სექსუალური ურთიერთობების რიცხვი” – ასტროლოგიური ტენდენციები 17 ივლისამდე

ასტროლოგი ხათუნა ნოელი 17 ივლისამდე მოსალოდნელ ასტროლოგიურ ტენდენციებს გვიზიარებს.

“დღეს ვენერა-ურანის ტრინი გვაქვს. ხვალ ეს ასპექტი ზუსტ ორბისში მოვა, რის მერეც უკვე დაშლას დაიწყებს, თუმცა მისი გავლენა 17 ივლისის ჩათვლით კიდევ გაგრძელდება.


ჩატვირთვა...

ვინაიდან ვენარა ჩვენს გრძნობებს, ხოლო ურანი მოულოდნელ და ახალ სიტუციებს გეგმავს, მათი ჰარმონიული ურთიერთშეხება სასიყვარულო სფეროში ახალ გამოცდილებას მოასწავებს. გაიზრდება როგორც მსუბუქი ფლირტის, ისე მოულოდნელი სექსუალური ურთიერთობების რიცხვი. სასიყვარულო ურთიერთობებში მოიმატებს მეტი მეგობრული დამოკიდებულება, ინტერესი პარტნიორის სულიერი სამყაროსადმი. შესაძლოა ამ დღეებში სურვილი გაგიჩნდეთ ახლობლები საჩუქრებით გაანებივროთ. ან თავად თქვენ გაგიკეთოთ ვინმემ საჩუქარი.

შესანიშნავი პერიოდია მეგობრებთან შეხვედრებისათვის, აგრეთვე ახალი, საინტერესო კავშირების დასამყარებლად, როგორც მეგობრულ თუ სასიყვარულო, ისე -საქმიან სფეროში. შესაძლოა გუშინდელმა მეგობრებმა, ან საქმიანმა პარტნიორებმა აღმოაჩინონ, რომ სინამდვილეში ერთმანეთი უყვართ. არის გარკვეული ტენდენცია საზოგადოებრივი მორალის უგულვებელყოფისა, ზოგ შემთხვევაში არაა გამორიცხული ჩასახვა, რომელიც შესაძლოა არასასურველი აღმოჩნდეს.
თუმცა ვენერა ასევე მართავს ჩვენს ფინანსებს, ესთეტიკას, ამიტომ არაა გამორიცხული რაიმე შენაძენის გაკეთება განსაკუთრებით კი თანამედროვე ტექნიკის(ურანი) ან , პირიქით- ურანმა”დაგარტყათ” მოულოდნელად და ანტიკვარიატი(ვენერა) შეგაძენინოთ…შესაძლოა მიიღოთ მცირე ფინანსური დახმარება მეგობრისაგანაც. თუმცა, არც ისაა გამორიცხული ახალი, ფრიად მოულოდნელი შემოსავლის წყაროც აღმოაჩინოთ!!

ბიზნესისათვის სწორედ ახლა ძალზე წაადგება ახალი, ნოვატორული იდეები. შესაძლოა ისინი თქვენი მეგობრებისაგან, ან გამოცდილი ადამიანებისაგან მოისმინოთ

როგორიც არ უნდა იყოს თქვენი დღე, შენაძენის თუ მის გარეშე, ფაქტია რომ მეტად მეგობრულ და თანასწორუფლებიანობის სიტუაციებში ჩაივლის. ყველაზე საკამათო მომენტებიც კი დიპლომატიურად და მშვიდობიანად გადაწყდება. ამიტომ თუ ვინმესთან რაიმე საკითხზე მოლაპარაკება გსურთ, ნუ გადადებთ სხვა დროისათვის. ეცადეთ, გამოიყენოთ დღევანდელი და ხვალინდელი დღეები მაქსიმალურად, რადგან მომდევნო დღეები ბევრად უფრო რთულია” – ამბობს ასტროლოგი.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები