“ეს იმ ადამიანის ფოტორობოტია, რომელმაც 1984 წლის სექტემბერში თბილისის მეორე სამშობიაროში გამაჩინა… თუ ვინმეს გეცნობათ გთხოვთ გამომეხმაურეთ”

ტელე და რადიოწამყვანმა, თამუნა მუსერიძემ, სოციალურ ქსელში, მისი ბიოლოგიური დედის ფოტორობოტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას, თხოვნით მიმართა, რომ მისი ბიოლოგიური მშობლების პოვნაში დაეხმაროს:


ჩატვირთვა...

“ამ თემაზე ერთხელაც დავწერ, დახმარებისთვის ერთხელაც მოგმართავთ და ბოლო იქნება. ეს იმ ადამიანის ფოტორობოტია, რომელმაც 1984 წლის სექტემბერში თბილისის მეორე სამშობიაროში გამაჩინა. გადმოცემით (მაგრამ არა დაზუსტებით) ვიცი, რომ იყო სამტრედიიდან და ქონდა მუსიკალური განათლება . როგორც ამბობენ “მამაც” სამტრედიელი იყო , ნომრიან სათვალეს ბავშვობიდან ატარებდა და ისიც მუსიკოსი გახლდათ. როგორ შეიძლება 2 ადამიანი ცამ, ან მიწამ ჩაყლაპოს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია…  თუ ვინმეს ფოტო გეცნობათ, მსგავსი ისტორიისთვის ყური მოგიკრავთ, ან 1984 წელს მეორე სამშობიაროში იმშობიარეთ, გთხოვთ გამომეხმაუროთ. ანონიმურობა გარანტირებულია”- წერს თამუნა მუსერიძე.

შეგახსენებთ, რომ ტელეწამყვანი, აქტიურად არის ჩაერთული, არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობაში, რომელიც ადამიანებს ბიოლოგიური მშობლების პოვნაში ეხმარება. თამუნასთვის, ეს თემა საკმაოდ მტკივნეულია, რადგან 2 წლის წინ, დედის გარდაცვალების შემდეგ აღმოაჩინა, რომ აყვანილი იყო და მას შემდეგ ეძებს ბიოლოგიურ დედას.

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები