“ერთ თვეში 12 მიტოვებული სახლი გაიყიდა” – როგორ ცდილობს ლეჩხუმელი ლექსო ჩარკვიანი სოფლების გაცოცხლებას, სადაც სახლების ფასი 1500 ლარიდან იწყება?

“დაკარგული სამოთხე” – ეს ის ფეისბუქ-გვერდია, რომლის დახმარებითაც უკვე არაერთმა ადამიანმა საკუთარი საზაფხულო კუთხე იპოვა. ამ გვერდზე ნახავთ ათობით სახლს, რომლებიც ფაქტობრივად მიტოვებულია და დაბალ ფასად იყიდება. რამდენიმე თვის წინ ლეჩხუმელმა ლექსო ჩარკვიანმა საქართველოს სოფლებში მიტოვებული სახლების “გაცოცხლების” კამპანია დაიწყო. სახლების ფასი 1500 ლარიდან იწყება. კამპანიის წინასწარ შედეგებზე allnews.ge იდეის ავტორს ესაუბრა.


ჩატვირთვა...

“ეს კამპანია მთლიანად ენთუზიაზმზეა დაფუძნებული. მაკლერი არ ვარ და არც თანხასთან მაქვს რაიმე შეხება. უბრალოდ რაჭა-ლეჩხუმის სოფლებში ვეძებ და ვპოულობ მიტოვებულ სახლებს, შემდეგ მათ მეპატრონეებს ვუკავშირდები. მათ შესახებ საკონტაქტო ინფორმაციას საჯარო რეესტრის ან ცესკოს საიტზე ვაგროვებ. იმ შემთხვევაში თუ მესაკუთრეს სახლის გაყიდვის სურვილი აღმოაჩნდება, ფოტოებს სოციალურ ქსელში ვტვირთავ, დანარჩენს კი გამყიდველი და მყიდველი თავად აგვარებს. ზოგიერთი სახლი და კარმიდამო იმდენი წლის მიტოვებულია, რომ მათი მფლობელების ადგილსამყოფელი არც მეზობელმა, არც რომელიმე თანასოფლელმა იცის.

რამდენად დიდია ინტერესი და გამოუჩნდა თუ არა რომელიმე სახლს მყიდველი?
ჩემთვისაც მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ ინტერესი თურმე ძალიან დიდია, განსაკუთრებით თბილისელები და ემიგრანტი ქართველები აქტიურობენ. ერთი თვის განმავლობაში 12 სახლი გაიყიდა. ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევა, რომ მიწა რეგისტრირებული არ არის და შეძენის მსურველის პოვნის მიუხედავად, სახლის გაყიდვა ვერ ხერხდება. ეს ცალკე პრობლემაა. ჩემი ინფორმაციით, ყველაზე დაბალი ფასი ამ 12 სახლიდან 1500 ლარი დაფიქსირდა, ყველაზე ძვირი კი 6 ათასი დოლარი.  განაგრძეთ  კითხვა

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები