ექოსკოპიიის შემდეგ ყველა ექიმმა ურჩია ნაყოფი მოეშორებინა – დღეს კი ასეთია ამ ორსულობის შედეგი

დეკანოზი სერაფიმე დანელია საკუთარი ქალიშვილის დაბადების დაუჯერებელ და მისტიკურ ამბავს იხსენებს.


ჩატვირთვა...

გთავაზობთ ამ პოსტს:

“საოცარი ის იყო, რომ ორივეჯერ ექოსკოპიამ ისეთი რამ აჩვენა, რომ ექიმებმა ორსულ ქალს ერთხმად ნაყოფის მოცილება ურჩიეს, ის კი ჯიუტად უარზე იდგა. მაშინ გადაწყვიტეს მის მეუღლეს დალაპარაკებოდნენ. იქნებ მისთვის აეხსნათ თუ რა რისკის შემცველი იყო ჩაურევლობა.

– შეგიძლიათ მითხრათ, რომ ბავშვი ცოცხალი არ არის? – ვკითხე მაშინ ჩემთან ამ მისიით მოსულ ექიმს,  – ჯერჯერობით არა – მიპასუხა ექოსკოპისტმა, – ამის გაგებას დაახლოებით ათი დღე მაინც სჭირდება, ამ დროის გამავლობაშიკი ადვილი შესაძლებელია, თქვენს მეუღლეს ძლიერი სისხლისდენა დაეწყოს და მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს.

– ამ შემთხვევაში მე მაინც ვამჯობინებ უფალს მივანდო ყველაფერი და კიდევ ათი დღე დაველოდო, ვიდრე სასწორზე შევაგდო ბავშვის სიცოცხლე. ვუპასუხე და ექიმს მივმართე:

– ან კი, თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა?

ექიმმა უკან დაიხია:  – მაშინ გთხოვთ მეუღლე გაძლიერებული ყურადღების ქვეშ გყავდეთ და თუ არაფერი მოხდა ერთი კვირის თავზე ისევ მომიყვანოთ, რათა ნაყოფის მდგომარეობა გადავამოწმოთ…

ასე დავშორდით, მაგრამ როგორც მეუღლე მომიყვა, ჩემთან საუბრის შემდეგაც მისულა მასთან და უთქვამს, თქვენი მეუღლე მღვდელია და არ ესმის რასთან გვაქვს საქმე. მოდითვენ თვითონ გადაწყვიტეთ და ნუ რისკავთ თქვენი სიცოცხლითო. მას კი თავი შორს დაუჭერია:  – რადგან მეუღლემაც ასე თქვა, ღვთის ნება იყოსო…

ასე წამოვედით და ერთი კვირის გამავლობაში მართალი გითხრათ შიშის ქვეშ ვლოცულობდით და ვევედრებოდით უფალს ჩვენი პატარის სიცოცხლისათვის…

გენახათ ექიმის რეაქცია, ერთი კვირის შემდეგ საავადმყოფოში რომ მივედით და ეხოსკოპია გადავიღეთ!

” – თქვენ გაიხარეთ მამაო, რა კარგი ქენით რომ არ დაგვიჯერეთ,” ემოციებს ვერ იკავებდა ექიმი, ” – ბავშვი ცოცხალია, სუნთქავს… ყველა ფიბროზული პრობლემა ალაგებულია. საოცრებაა, ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ ეს შესაძლებელი იქნებოდა. ნახეთ, ყველაფერი თავის ადგილზეა”…

ნათქვამი მქონდა, სანამ ცოცხალი ვარ, ყოველ სვეტიცხოვლობას მცხეთაში ჩავალ, კვართს ღამეს გავუთენებ და წირვაზე ვიმსახურებ-მეთქი.

იმ წელს სვეტიცხოვლობისთვის დღე-დღეზე შვილს ველოდებოდით და რადგან მეუღლეს სახლში მარტოდ ვერ დატოვებდი, ჩავისვი ტრანსპორტში ჩვენს ხუთ შვილთან და მრევლთან ერთად და მცხეთაში ღამისთევაზე წამოვედით.

ვწირეთ, ვეზიარეთ, შემდეგ თბილისში წავედით, ერთერთი მრევლთაგანის სახლიც ვაკურთხეთ და უკვე საღამოსკენ მეუღლეს ტკივილები დაეწყო…

განაგრძეთ კითხვა

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები