დღეს რამდენჯერ გალანძღე და რამდენჯერ შეაქე შენი შვილი?!

ამბობენ, ბავშვთან ერთად პრობლემებიც იზრდებაო. მართალია, ჩვილის მოვლა რთულია, სამაგიეროდ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი უფრო მძიმედ მიდის. თუ მშობელს საჭირო მომენტი “გამოეპარა”, შვილებთან ურთიერთობა იძაბება და ბევრი უარყოფითი ემოციაც მოსდევს.ამბობენ, ბავშვთან ერთად პრობლემებიც იზრდებაო. მართალია, ჩვილის მოვლა რთულია, სამაგიეროდ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესი უფრო მძიმედ მიდის. თუ მშობელს საჭირო მომენტი “გამოეპარა”, შვილებთან ურთიერთობა იძაბება და ბევრი უარყოფითი ემოციაც მოსდევს.ფსიქოლოგები ბავშვთან ურთიერთობის “დასალაგებლად” 5 ძირითად ნაბიჯს გთავაზობენ.

1. გააანალიზე შენი და ბავშვის ურთიერთობა რამდენჯერ შეაქე დღეს? რამდენჯერ გალანძღე? ერთ დღეს სცადე და დათვალე ლანძღვაც და წახალისებაც. ბევრ მშობელს ამ მარტივი არითმეტიკის მერე ეხილება თვალი. ზოგჯერ ბავშვს მთელი დღე შენიშვნებით იკლებენ, საალერსო სიტყვებს კი ძალიან იშვიათად ეუბნებიან. მთელი დღე რომ ჩაგჩიჩინებენ, უავარგისი ხარო, ბოლო-ბოლო მართლაც გახდები ასეთი.


ჩატვირთვა...

2. მეტი დრო გაატარე შვილთან
ბევრ დედას გაუკვირდება, მთელი დღე მასთან არ ვარო? პრაქტიკულიად კი დედა მთელი დღე დაკავებულია დალაგებით, სადილის მზადებით, რეცხვით, დაქალებთან ჭორაობით, ინტერნეტით ან ტელევიზორით… ყველაფრისთვის პოულობს დროს ბავშვის გარდა. მართალია ნაჭამი და სუფთაა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ბავშვს დედასთან სულიერი სიახლოვე ყველაზე მეტად სჭირდება. მეტად მოუსმინეთ მის შთაბეჭდილებებს, პრობლემებს, ამბებს.

3. აქტიური მოსმენა
ამ ტერმინს ფსიქოლოგები იყენებენ, რაც ნიშნავს მოსმენას და მოსაუბრის ალაპარაკებას ერთდროულად. ამ მეთოდის ათვისება მშობლესაც შეუძლიათ. მაგალითად, საღამოს პატარა ბაღიდან ცუდ ხასიათზე დაბრუნდა. “რა მოხდას” ნაცვლად უთხარით: “რაღაც მხიარული არ ხარ დღეს”. ან “ბაღში რაღაც ცუდი მოხდა და შენ გაწყენინეს?”
ეს მეთოდი ბევრ მშობელს მხოლოდ ბავშვთან კი არა, კოლეგებთან და ნათესავებთან ურთიერთობის მოგვარებაშიც დაეხმარა.

4. სასჯელი კი არა, ბუნებრივი შედეგი
შეგიმჩნევიათ, რომ სასჯელი უფრო აბოროტებს ბავშვს ან აშინებს? ზოგჯერ სასჯელი ჩვენი უძლურების გამოხატულებაა – რაღაც ზომები ხომ უნდა მივიღოთ. სასჯელად თუ საოჯახო საქმის კეთებას მიუსჯი, სულ მოუკლავ საქმია კეთების სურვილს, არც კუთხეში დაყენებაა გამოსავალი, რადგან თვითონაც ვერ ხვდება, რატომ დასაჯეს.
აუხსენი, რომ თუ ეზოში ვინმეს წაეჩხუბება, მის გარეშე ისეირნებთ. სტუმრად სკანდალი მოაწყო? – წამოიყვანეთ სახლში. დაღვარა რამე? – თავად ააწმენდინეთ. ასე გააგრძელეთ ყოველთვის, როცა ამის შესაძლებლობა იქნება. ოღონდ აუხსენით, რომ კი არ სჯით, ეს მისი საქციელის შედეგია. რომ ასეა ეს ქვეყანა მოწყობილი და  უფროსებიც ასე არიან, თუ ცუდად შეასრულებენ თავის საქმეს, სამსახურიდან გამოუშვებენ.

5. ოჯახური ტრადიცია
დაფიქრდით, რით შეიძლება დააჯილდოვოთ ბავშვი კარგი საქციელისთვის. შეიძლება კინოში ან ზოოპარკში წაიყვანოთ. დაამზადეთ “ღიმილები” და ყოველ კარგ საქციელზე სპეციალურად გამზადებულ კონვერტში ჩაყარეთ. დააწესეთ, რა რაოდენობა უნდა შეგროვდეს, რომ ჯილდო დაიმსახუროს.
მთავარი ის კი არაა, ბავშვმა დაგიჯეროთ ან კარგად მოიქცეს. მთავარი თქვენი ურთიერთგაგება და ჰარმონიული ურთიერთობაა. შეეგუეთ იმ აზრს, რომ თქვენი შვილი უკვე პიროვნებაა და თქვენი ვალია, ეს პიროვნება განავითაროთ.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები