“დილას კეკელიძეზე, გზაზე ბაბუ გადადიოდა, გზაზე გადავიყვანე, სახლამდე ავაცილე კარი გავაღეთ და რას ვხედავ…”

დღეს 8საათისკენ კეკელიძეზე გზაზე გადადიოდა მოხუცი

კაცი,გავუჩერე მანქანა გზაზე გადასვლაში დავეხმარე.გამოველაპარაკე და არაადეკვატურად მესაუბრებოდა,ვთხოვე სახლში აგიყვანთქო თან მეზობელმაც მიმასწავლა სახლი. ქუჩაში ბიჭები მომეხმარნენ და სახლის კარებთან მივიყვანეთ. გასაშები დაკარგული ქონდა და მოგვიწია სამაშველოში დარეკვა. მოვიდნენ კარები გააღეს და სახლში ლევანი ბაბუს ლოგინად ჩავარდნილი შვილი დაგვხვდა. სამაშველომ სახლში შესვლის შემდეგ ბინის დატოვება მოგთხოვა,რაზეც მოვითხოვეთ ვინმესთან დაგვერეკა,რომ უპატრონოდ არ დაგვეტოვებინა. სამშველო წავიდა,პატრულმაც არ იკადრა სახლში ამოსვლა.სახლში ვიპოვეთ ლევანი ბაბუს შვილის ნომერი,დავურეკეთ, ავუხსენით სიტუაცია და პასუხად გაგვცა-რა თქვენი საქმეაო,ყურადღებას ვაქცევო, რაც საერთოდ არ ეტყობა მდგომარეობას. ორი დღის უჭმელები იყვნენ. წყალი,რომ მოუნდეთ ფიზიკურად ვერ დალევენ,არ შეუხლიათ არც მამას წესიერად გადაადგილება და მითუმეტეს შვილს. პენსიასაც ვერ იღებს ბაბუ,ნაბიჭვარი შვილი არ მაძლევსო. ვის მივმართოთ,როგორ მოვიქცეთ,არავინ არ დაგვაკვალიანა. დავრწმუნდი დღეს პატრულის უმოქმედობაში და უპასუხისმგებლობაში. ვუსაც შეგიძლიათ მირჩიეთ როგორ მოვიქცე და რით დავეხმარო ამ ადამიანებს. საცოდაობაა!!!


ჩატვირთვა...

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები