დედაც გათხოვდა და მამამაც ცოლი მოიყვანა… მე არავის ვჭირდები! – 13 წლის გოგონას წერილი

ის  მხოლოდ 13 წლისაა. მას თვითონ მოისურვა საკუთარი სათქმელი ძალიან ბევრი მშობლის გასაგონად ეთქვა და ამიტომაც მოგვმართა. ბუნებრივია, მის ნაამბობს ანონიმურად ვაქვეყნებთ. სამწუხაროდ, ის მარტო არ არის ასეთ მდგომარეობაში და დღესდღეობით ბევრი მოზარდი იზრდება ასე:

“ჩემი ამბის მოყოლა იმიტომ მინდა, რომ სხვა მშობლებმა წაიკითხონ და ასე არასდროს მოექცნენ თავიანთ შვილებს!
მე დარწმუნებული ვარ, რომ დედას და მამას არაფერში ვჭირდები. იმასაც კი ვფიქრობ, ზედმეტი ტვირთი გავხდი. ჩემზე რომ არ ჰქონდეთ სადარდებელი, ალბათ გაცილებით უფრო მშვიდად გააგრძელებდნენ ცხოვრებას. კიდევ კარგი, კეთილი ადამიანები მყავს ირგვლივ, ბებო, მეგობრები, დეიდა, რომელიც ხშირად მაკითხავს და მარიგებს ხოლმე, და იმ ეკლესიის მოძღვარი, სადაც დავდივარ, ყველანაირად მიდგანან გვერდში, თორემ ჩემს გარშემო, ჩემი ასაკის ბევრმა ბავშვმა თავიც კი დაიზიანა, რომ მშობლების ყურადღება მიაპყრო… როცა ბავშვი ხვდება, რომ ზედმეტია ყველასთვის, ადვილად გადადგამს ცუდ ნაბიჯს… ზოგს უცხოეთში ჰყავს მშობლები და გონიათ, ტანსაცმელს რომ გამოუგზავნიან და სკაიპში დაელაპარაკებიან, ესაა სითბო და ყურადღება… ზოგს ჩაგრავენ, დასცინიან, მაგრამ არ ჰყავთ გვერდზე მშობელი, რომ უთხრან და დაიცვან… ზოგს ჰყავს, მაგრამ არ ჰყავს – სულ გარეთ არიან, სულ რაღაცას აწყობენ, სულ რაღაც სხვაზე ფიქრობენ – კარიერა, გართობა, მეგობრები, მოგზაურობა… შვილები კი ვიზრდებით ჩვენს ნებაზე…


ჩატვირთვა...

ჩემსავითაც ბევრია – ჩემმა მშობლებმა ძალიან ადრე შექმნეს ოჯახი. დედა 18 წლის იყო, მე რომ გამაჩინა, მამა – 21-ის. ერთი წელიც არ უცხოვრიათ ერთად. მერე დაახლოებით 7 წლამდე ბებიასთან და დედასთან ვიზრდებოდი, ოღონდ ისე, რომ მამა როგორც კი დათვრებოდა, მოვარდებოდა და სკანდალებს აწყობდა. მუდმივ შიშში ვიყავი… დედაც სულ არ ცდილობდა დათმობას, სულ ეჩხუბებოდა, ეპასუხებოდა. მამა ბრაზობდა, რომ დედა ხანდახან ღამე გვიან ბრუნდებოდა, მეგობრებში დადიოდა, ბარებში, მამას თქმით, “ვიღაც” სულ ჰყავდა და ამას მოჰყვებოდა ხოლმე ერთი ალიაქოთი…

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები