დედამ 10 წლის ბავშვი ადიელაში გაახვია და ფანჯრიდან ისროლა – რა მოხდა სენაკში ახალი წლის ღამეს?

ახალი წლის ღამეს სენაკში აფეთქება მოხდა, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აფეთქების მიზეზი სახლში დაგროვილი ბუნებრივი აირი გახდა.

31 დეკემბერს, ძლიერი აფეთქება და ხანძარი სახლში მაცხოვრებელი მამაკაცის მიერ სიგარეტის მოკიდებამ გამოიწვია. ადგილზე გარდაიცვალა ოჯახის წევრი ქალი. გავრცელებული ინფორმაციით შემთხვევის დროს სახლში ასევე იმყოფებოდა 10 წლის ბავშვიც, რომელიც დედამ საბანში გაახვია და ცეცხლიდან თავის დაღწევის მიზნით ფანჯრიდან გადასვა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 62 წლის მამაკაცი.


ჩატვირთვა...

აფეთქება, კუსტარულად დამონტაჟებულ ღუმელში დაგროვილი ბუნებრივი აირის აალებამ გამოიწვია.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამ დროისთვის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, მას ფეხი აქვს დამწვარი, რაც შეეხება ქალს, მან მძიმე დაზიანება მიიღო და ამ დროსთვის კრიტიკულ მდგომარეობაში რეანიმაციიულ განყოფილებაშია მოთავსებული.

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები