“დავინახე, დედაჩემი როგორ სცემდა და მთელი დღე ჩემთან, მანქანაში მყავსო” – ტაქსისტის 2 წლის შვილის ამბავი

სოციალურ ქსელში ზოგჯერ ერთი პოსტი კმარა, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ემოცია გამოიწვიო. ვფიქრობთ, ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებლის ეს პოსტი ბევრს დააფიქრებს ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობაზე.
“დღეს ტაქსი გავაჩერე და უკან ჩაჯდომას რომ ვაპირებდი, დავინახე, ბავშვს ეძინა სავარძელზე. მძღოლს ვეუბნები, დაკავებული ხართ-თქო? არა, ჩემი შვლიაო. ჩავჯექი, ბავშვი 43 გრადუს სიცხეში ოფლად იღვრებოდა. რატომ გყავთ აქ მეთქი ვკითხე და ასე მითხრა, დედაჩემს დავუტოვეო, მაისურის გამოსაცვლელად რომ შევბრუნდი, დავინახე, როგორ სცემდაო, წამოვიყვანე და მთელი დღე აქ მყავსო. უკვე მეორე შემთხვევაა ესო. მირჩევნია აქ მყავდეს ჩემს გვერდით ასე წვალობდეს ვიდრე ისე მოექცნენ როგორც ექცევიანო . გული დამეწვა. თან სულ სველი იყო, მიგდებული, ცუდად გავხდი. რით უნდა შეეწუხებინა 2 წლის ბავშვს, რომ ასე გამეტებით ეცემა” – ნათქვამია პოსტში.


ჩატვირთვა...

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები