დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი – ავარიის შედეგად ორსული ქალი დაშავდა

ავარია მოხდა გორში. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი, ორსული ქალი დაშავდა.

დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.


ჩატვირთვა...

შსს-ს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 276 მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

digest.pia.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები