„ჩვენ რა საქონლები ვართ აქ?” – დაპირიპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან


ჩატვირთვა...

„ჩვენ რა საქონლები ვართ აქ?" – ინციდენტი „ქართული ოცნების“ ოფისთან

„ჩვენ რა საქონლები ვართ აქ?" – ინციდენტი „ქართული ოცნების“ ოფისთან ვრცლად ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:http://rustavi2.ge/ka/news/118354

Gepostet von Rustavi 2 am Freitag, 9. November 2018

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ოფისთან. დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა საკრებულოს ერთ-ერთი წვერი ჟურნალისტებთან კომენტარის გასაკეთებლად გამოვიდა. „ბავშვთა სამყაროს“ ხანძრით დაზარალებულები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ.

მმართველი პარტიის ლიდერმა თქვა, რომ ივნიშვიის შესახებ არაფერი იცის.

„ჩვენ რა საქონლები ვართ აქ? ჩვენ გვინდა შეხვედრა პირადად ივანიშვილთან“- აცხადებენ დაზარალებულები.

დაზარალებულები ამბობენ, რომ ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძარი „ქართული ოცნების“ ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდა, რაც დამწვარი ცენტრის დირექტორმა სასამართლოზეც აღიარა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ ბიძინა ივანიშვილი მათ არ შეხვდება, ისინი თავის დაწვით იმუქრებიან.

„ბატონო ბიძინა, თქვენი და თქვენი გუნდის დაკვეთით და დავალებით, გაიძარცვა და გადაიწვა 11 ათასი კვ.მ-ის ფართობის „ბავშვთა სამყარო“. თქვენს ბიზნესინტერესებს შევეწირეთ, თქვენი ხუთეულის. ვინ შედის ამ ხუთეულში – ივანიშვილი, კვირიკაშვილი, კალაძე, ხაზარაძე, ფარხცალაძე. ამხელა ფართის გადაწვა და გაქურდვა ვის შეეძლო? ისევ კრიმინალურ ხროვას,“- განაცხადა დაზარალებულმა ჯული ელიავამ.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები