“ჩცდ”-ის მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია დაქორწინდნენ?!

რამდენიმე ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სერიალის “ჩცდ”-ის მსახიობები ანი ბებია და ილო ბეროშვილი შეყვარებულები არიან.


ჩატვირთვა...

შეყვარებული წყვილი, ურთიერთობას არ მალავს და ხშირად, სოციალურ ქსელში,  ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.

სერიალის “ჩემი ცოლის დაქალები” ერთ-ერთი პერსონაჟი, ანი ბებია, რომელიც ფილმში, აფთიაქის თანამშრომლის როლს ასრულებს, ილო ბეროშვილის გმირს, შავლეგო მადლიანს შეუყვარდება, თუმცა მათი სასიყვარულო რომანი, მაყურებლის დიდი მოლოდინის მიუხედავად, აღარ განვითარდა.

ინფორმაცია, ანის და ილოს რომანის შესახებ, სწორედ, ამ სიუჟეტის შემდეგ გახდა ცნობილი.

 

როგორც ჩანს, “ჩემი ცოლის დაქალებში” შაგუსა და ფარმაცევტი ნინოს არშემდგარი რომანი რეალურ ცხოვრებაში წარმატებით დაგვირგვინდა – ილო ბეროშილსა და ანი ბებიას სოციალურ ქსელში დაოჯახებას ულოცავენ და ბედნიერებას უსურვებენ.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად რეალურია მათი ქორწინების ამბავი, თუმცა ფაქტია, რომ ანისა და ილოს ერთმანეთი ძალიან უყვართ. საერთო ფოტოები, პოსტები და ემოციები ამის ნათელი მაგალითია. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, წყვილს ბედნიერება და წინსვლა ვუსურვოთ.
 

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები