“ჩემი ქორწილის შემდეგ, დედაჩემს ავი ენები შემოესივნენ” – გურამ შეროზია

“ჩემი ქორწილის შემდეგ, დედაჩემს ავი ენები შემოესივნენ:

– ახლა ცოლი ჰყავს, შენ ვის რაში სჭირდებიო
– ამიერიდან ხატიასთან ერთად ივლის, დამთავრდა შენი მოგზაურობები და გართობებიო
– დედა ქორწილამდე უყვართ, ფეხებზე დაგიკიდებს ჩათვალეო
– დისტანცია უნდა დაიცვა, ცოლთან უკვე უხერხულიაო.


ჩატვირთვა...

რა მოიგონეთ ნეტა :დ
გუშინწინ დედაჩემის ლოგინში მეძინა 
ლიბანში მოგზაურობიდან 4 თვეც არ იქნება გასული…

და აი ამ წუთებშიც, ჩამოვბრძანდით საახალწლოდ მორთულ ერევანში 

პ.ს. რაღაცნაირად მიყვარს და ჩემიანებად ვთვლი იმ ბიჭებს, ვისაც დედა განსაკუთრებით უყვარს, დადიან მათთან ერთად კინოში, თეატრში, მოგზაურობენ, მეგობრობენ… 

ჩემს თავს ვხედავ მათში და ახლობლებად აღვიქვამ ))) თქვენ კიდევ – ბოროტო ენებო, შეგიძლიათ დადუმდეთ, ჩემს გოგოს ნერვებს მაინც ვერ მოუშლით )) 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები