საგანგაშო ინფორმაცია – ღია ცის ქვეშ გასაყიდი ქაფშია, ღამით ასე ინახება – ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის კონტროლი ვერ ხერხდება

ქუჩაში ღია ცის ქვეშ გასაყიდი ქაფშია, ღამით ასე ინახება – ფოტო ავტოსადგურთან, ღამის 12 საათზეა გადაღებული. თევზი, რომლის გაყიდვაც დღისით ვერ მოასწრეს, ღია ცის ქვეშ ისეა დატოვებული, რომ არც მღრღნელებისგან, არც კატებისგან ან სხვა ცხოველებისგან არ არის დაცული. არც პოლიეთილენის პარკით შეუფუთავთ. დღეს დილით, შესაძლოა, თქვენ უკვე მოწესრიგებული, წყალგადავლებული დაგხვდათ და როგორც ახალი ისე შეიძენეთ. […]