შემთხვევა რომელსაც ანალოგი არ აქვს, დაიბადა ბავშვი რომელიც დედაზე 1,5 უმცროსია…

აშშ-ში ბავშვი ემბრიონის გაყინვიდან თითქმის 25 წლის შემდეგ დაიბადა, რაც სავარაუდოდ, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია კვერცხუჯრედის განაყოფიერებასა და ბავშვის დაბადებას შორის.

თინა გიბსონი სულ რაღაც 1 წლის იყო, როცა მისი მომავალი შვილი ჩაისახა. ემა რენ გიბსონი, პატარა, ჯანმრთელი გოგონა ნოემბერში დაიბადა.


ჩატვირთვა...

“აცნობიერებთ, რომ სულ რაღაც 26 წლის ვარ? ის და მე, შესაძლოა, ახლა საუკეთესო მეგობრები ვყოფილიყავით,” – ამბობს თინა გიბსონი.

გიბსონმა ხელოვნური განაყოფიერება ემბრიონის დონაციის ცენტრში გაიკეთა, სადაც ექიმები ასეთ ემბრიონებს “თოვლის ბავშვებს” ეძახიან, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენი ხნის მანძილზე არიან ისინი გაყინულ მდგომარეობაში.

ორგანიზაცია წყვილებს, რომლებსაც კიდევ ერთი შვილი არ სურთ, საშუალებას აძლევს ჩანასახი გაყინონ, რათა სხვა წყვილებმა, რომლებსაც შვილები არ უჩნდებათ, შვილის ყოლა შეძლონ.

თინა და ბენჯამინ გიბსონებმა ნოქსვილში დაარსებულ კლინიკას მას შემდეგ მიმართეს, რაც თინამ, რომელსაც კისტოზური ფიბრომა აქვს, აღმოაჩინა, რომ პრობლემები აქვს დაფეხმძიმებასთან დაკავშირებით.

პატარა ემა 1992 წლის ოქტომბერში ჩაისახა – დედის დაბადებიდან წელიწადნახევრის შემდეგ.

სავარაუდოდ, 24 წლის ემბრიონი ყველა სხვა ემბრიონზე დიდხანს იმყოფებოდა კრიოკონსერვირებული.

“ემა ისეთი ტკბილი სასწაულია. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად გამოიყურება იმისთვის, რომ ამდენი წლის მანძილზე გაყინული იყო,”- ამბობს მისის გიბსონი.

არცერთ მშობელს თავის ახალშობილ ქალიშვილთან ნათესაური კავშირი არ აქვს

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები