“ბავშვები ხშირად კამათობენ და აგრესიულები ხდებიან” ახდენს თუ არა ზეგავლენას მათზე „გოჭი პეპას“ ყურება? და რატომ არის საშიში ის ბავშვებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების განმარტებით, ამ მულტფილმის ნახვის შემდეგ ბავშვები ხშირად კამათობენ და აგრესიულები ხდებიან.
საქმე ის გახლავთ, რომ გოჭი ხშირად უხეშობს. ამასთანავე, ერთ-ერთ ეპიზოდში პეპა და მისი ძმა უარს ამბობენ, დაალაგონ მინგრეული ოთახი. მშობლებს დასცინიან და ცინიკურად აგრძელებენ ოთახში არეულობას.
პეპას საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენა აქვს, სხვის აზრს ანგარიშს არ უწევს, ამპარტავანი გახლავთ.

ბევრი მშობელი წუხს იმის გამო, რომ მისი შვილი ცდილობს, პეპასა და მის ძმა ჯორჯს დაემსგავსოს, ამიტომ მულტფილმის ყურებას უკრძალავს.


ჩატვირთვა...

ექსპერტები და ფსიქოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ადამიანის გონებრივი განვითარების 80% სამ წლამდე ასაკში ყალიბდება. ამიტომ თუ ბავშვი ტელევიზორთან ან კომპიუტერთან დიდ დროს ატარებს, ყურადღება მიაქციეთ, რომ ნეგატიური პერსონაჟების ქცევის კოპირება არ დაიწყოს.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები