“არ ვიცი ის ტაქსის მძღოლი როგორ არ მოვკალი ან ინფაქტმა როგორ არ დამარტყა”

ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია ფეისბუკის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

„გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, დაკარგული შენი შვილი მოველი…


ჩატვირთვა...

სალამი, მეგობრებო. ფეხზე ძლივს ვდგავარ, მაგრამ უნდა გიამბოთ ჩემი მარშრუტი, რომელიც ყოველ ჩემს ჩამოსვლაზე მეორდება.

იმ ქალაქში, სადაც მე ვცხოვრობ, არის გრანდიოზული უნივერსიტეტი, მაგრამ არ არის აეროპორტი. ამიტომ ბლუმინგტონიდან ინდიანაპოლისამდე უნდა მემგზავრა ჩემი ბარგიანა საათნახევარი.

ინდიანაპოლისში არის უზარმაზარი აეროპორტი, მაგრამ საერთაშორისო ფრენები მხოლოდ მექსიკასა და სამხრეთ ამერიკასთან აქვს. ინდიანაპოლისიდან უნდა გავფრენილიყავი ჩიკაგოში. იქ ოთხი საათი ცდის შემდეგ გავფრინდი მიუნხენში, სადაც აეროპორტში ზუსტად ათი საათის და ორმოცი წუთის ყურყუტის შემდეგ გამოვფრინდი თბილისში.

 

ამგვარად, სახლიდან გამოვედი 8 ოქტომბერს ნაშუადღევს და თბილისში ჩამოვფრინდი 10 ოქტომბერს დილის 4 საათზე. ალბათ დამიჯერებთ, რომ ჩემი ხნის ადამიანისთვის ეს პარკში გასეირნებას არ ნიშნავს. მიუხედავად ამ უსაშველო გზისა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ისე არ დავღლილვარ, ისე არ დამფლეთია ნერვები, როგორც თბილისის აეროპორტიდან საბურთალომდე ტაქსით მგზავრობისას.

ჩავიდინე განუზომელი სისულელე და გავესაუბრე მძღოლს. შევიტყვე შემდეგი:

1. სააკაშვილმა ააშენა მთელი საქართველო. მის მეტს არავის არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მისი დაბრუნება არაფრით არ შეიძლება, იმიტომ რომ ის არის სააკიანი. ეხლა სომხეთსა და საქართველოს შორის ომია და სომხის მთავრობაში მოყვანა დაღუპავს ქვეყანას.

2. სააკაშვილმა 9 მილიარდი მოიპარა საქართველოს ბიუჯეტიდან, საზღვარგარეთ გაფლანგა, დაიდო ვალები და ის ვალები ისევ საქართველომ უნდა იხადოს, რადგან ის ჩვენი პრეზიდენტი იყო.

3. მას ქალი არ დაუტოვებია, რომ მისთვის ძუძუ არ მოეჭამა.

4. სალომე ზურაბიშვილი ამერიკამ შემოგვტენა, მათ უნდათ რომ ის გავაპრეზიდენტოთ.

5. გრიგოლ ვაშაძე არის რუსეთის კაცი, კერძოდ ლავროვის პირადი აგენტი…

იმ ნახევარი საათის განმავლობაში არ ვიცი –

ან ის მძღოლი როგორ არ მოვკალი,

ან ინფაქტმა როგორ არ დამარტყა,

ან ტვინში სისხლი როგორ არ ჩამექცა.

ეხლა ორი-სამი დღე ლოგინში უნდა ვიწვე და ყოველ ორ-სამ საათში ვალერიანკა ვსვა, რომ გონს მოვიდე.

მაგრამ მტრის ჯინაზე ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ. მალე მოგაკითხავთ” – წერს დოდონა კიზირია.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები