აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა – გარდაცვლილი ოთხი წლის ბიჭია, მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა

აფეთქების შედეგად დაშავებული ბავშვი გარდაიცვალა. ის “იმედის” კლინიკაში რამდენიმე საათის წინ მძიმე დაზიანებებით მიიყვანეს.


ჩატვირთვა...

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ოთხი წლის ბიჭია. მას გული რამდენჯერმე გაუჩერდა.

„პაციენტი მოყვანილ იქნას 20:30 საათზე, 112-ის ბრიგადის მიერ, კლინიკური სიკვდილის მდგომარეობაში. ანუ გული იყო გაჩერებული და აღენიშნებოდა მრავლობითი ქალას ძვლების მოტეხილობა, ლიქორეა ყურიდან, მაგარი გარსი თავის ტვინის იყო დაზიანებული,“ – აღნიშნა ექიმმა.

“კურიერის” ინფორმაციით, 4 წლის ბავშვის მშობლებიც დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებას ემსხვერპლნენ.

კლინიკა “იმედში” იმყოფებიან არასრულწლოვნის ნათესავები. ბავშვს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ.

აფეთქება დიდ დიღომში რამდენიმე 20:30 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 6.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული, ასევე, იმყოფებიან ექსპერტ-კრიმინალისტებიც. დაშავებულები თბილისის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.

ადგილობრივების თქმით, მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც გამოიძახეს „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, თუმცა, მათ პრობლემა ვერ შენიშნეს და ტერიტორია დატოვეს.

Rustavi2.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები