„9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ციხიდან გამოვა, შიშის ქვეშ ვარ” – ოჯახური ძალადობის მსხვერპლი სახელმწიფოს მის დაცვას სთხოვს

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი დეა გოშხეთელიანი სახელმწიფოს მისი უსაფრთხოების დაცვას სთხოვს.
მისი თქმით, სასამართლო პროცესი ხელოვნურად ჭიანურდება, ოქტომბერში კი ცხრა თვიანი პატიმრობის ვადა სრულდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბრალის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში ყოფილი მეუღლე საპატიმროს დატოვებს.

„9 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ მას ციხიდან გამოსვლა მოუწევს და შემდეგ რა ზეწოლები განხორციელდება ჩემზე და რა საფრთხის ქვეშ დადგება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების სიცოცხლე მე უკვე ამაზე აღარ ვიცი და შიშის ქვეშ ვარ. მოვითხოვ, რომ მაქსიმალურად ვადებში მოხდეს სასამართლო პროცესებს განხილვა და მისი დანაშაულის ან უდანაშაულობის დადგენა,“-განაცხადა დეა გოშხეთელიანმა.


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები