7 უტყუარი ფაქტი, რომ ქმარი გღალატობთ – შეამოწმეთ!

იმაზე, რომ თითქმის ყველა მამაკაცი პოლიგამია, ბევრი საუბრობს და იქნებ ეს სიმართლეა და სულაც არ არის მითი. კაცების უმეტესი ნაწილი მართლაც პოლიგამია, ამიტომ დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ დადგენილ, იმ უტყუარ 7 ფაქტს, რომელთა ცოდნის წყალობით მოახდენთ მოღალატე პარტნიორის იდენტიფიცირებას. რაც დროული იქნება თქვენი ჩარევა, მით მალე დაასრულებთ ტყუილ(ებ)ში ცხოვრებას.


ჩატვირთვა...

image

1. მობილური ტელეფონი.

 

image

მობილური ტელეფონის გარეშე ცხოვრება, ჩვენ დროში ნამდვილად წარმოუდგენელია, თუმცა ამ ფაქტმა, შეიძლება ხაზი გაუსვას თქვენი პატნიორის უსინდისობას. თუ მეუღლე ხშირად იღებს შეტყობინებებს (სმს), რომლებიც “თქვენ არ გეხებათ”, ხოლო ხშირად რეკავს ან ურეკავენ და ამბობს, რომ “სამსახურში იძახებენ”“ეს საქმიანი ზარი იყო” და ა.შ, ე.ი ის გატყუებთ.

თუ მეუღლე გამუდმებით თან ატარებს ტელეფონს და წამით არ ტოვებს, რომ თქვენს ხელში არ ჩავარდეს; ბლოკი აქვს დადებული; ზარის შემდეგ მალევე გადის; დარეკვის შემთხვევაში ოთახიდან გადის და ისე საუბრობს- მეტს ნუღარ იფიქრებთ, ის გღალატობთ.

2. მისი ქცევები.

image

მისი ქცევები, გარეგნობაზე ფიქრი და ზრუნვა, ნამდვილად საყურადღებოა. როდესაც აბამენ ფლირტს და იჩენენ საყვარელს, იწყებენ გარეგნობაზე ფიქრს, იცვამენ უფრო მოხდენილად, ხშირად იპარსავენ წვერს, სუნამოს გარეშე სახლიდან არ გადიან, მოკლედ, იმაზე მეტ ყურადღებას უთმობენ გარეგნობას, ვიდრე აქამდე. საყვარელის არსებობა მის ჰორიზონტს ფრთებს ასხამს და სხვანაირი ხდება, ამიტომ ღირს დაფიქრდეთ, ვისთვის იპრანჭება ასე? (როდესაც მიზეზი თქვენ არ ხართ)

3. ნაკლები დროის გატარება სახლში.

image

ახალი ურთიერთობები გულისხმობს ერთობლივ (მეუღლის და მისი საყვარლის) ვიზიტებს სხვადასხვა დაწესებულებებსა და დროში, ამიტომ ამას გარკვეული საათები ჭირდება, რისთვისაც ის ამბობს, რომ საქმე გამოუჩნდა მეგობრებთან, სამსახურში რაღაც საქმიანი და საიმედო შეხვედრაა და ა.შ. რა თქმა უნდა, ის გატყეუბთ!

4. მრავალი ტყუილი.

image

როდესაც მეუღლე გღალატობთ, ის აუცილებლად ჩაიჭრება და თავის მართლებისთვის იწყებს ტყუილების თქმას, ტყუილს ტყუილი მოყვება, აღელვება, ნერვიულობა, ჩხუბი და ყვირილი, რითიც ცდილობს თავისი დანაშაული შენიღბოს და კრავის როლი მოირგოს. რაც არ უნდა იმართლოს და ამართლოს ყველა ქმედება, ის მოღალატეა!

5. იცვლის დამოკიდებულებას თქვენს მიმართ.

image

თუ რაიმე კონკრეტული მიზეზი არ არსებობს თქვენს შორის და მეუღლე იცვლის დამოკიდებულებას, მაგალითად მოღალატეს ხშირად აწუხებს დანაშაულის გრძნობა, რის გამოსწორებას მეტი ყურადღებით, საჩუქრებით, ძილის წინ კომპლიმენტებით ცდილობს. ასევე სექსის სიხშირე და ხარისხიც იმატებს. ეს ის ფაქტორებია, რომელთა მიღმა იმალება მოღალატე კაცი, რომელიც ცდილობს ცოლმა არ გაუგოს.

თუმცა, შეიძლება მოღალატე საპირისპიროდაც მოიქცეს- შეიძლება ხშირად გაბრაზდეს თქვენზე, გაგაკრიტიკოთ, შენიშვნები მოგცეთ. ქვეცნობიერად ის საყვარელთან გადარებთ.

6. ეცვლება გემოვნება.

image

მამაკაცები, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, არიან ფიქსირებულნი. აქედან გამომდინარე, თუ მეუღლეს მოულდნელად შეეცვალა გემოვნება – უსმენს მუსიკის სხვა ჟანრს, ირჩევს სხვა სტილს, სხვა საკვებს თუ სასმელს, ეს იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სხვაგან იღებს და ეჩვევა.

ცვლილება შეიძლება ცხოვრების სხვა სფეროშიც შენიშნოთ. მაგალითად, ადრე თუ სექსის ერთ ან ორ პოზას იყენებდა და ახლა მრავალფეროვნებას გთხოვთ, თუ ადრე დომინანტი იყო, ახლა კი თქვენ მოგანდოთ ეგ საქმე, იცოდეთ, რომ ეს ცვლილებები საეჭვოა.

7. არ საჭიროებს დადასტურებებს.

image

თუ ზევით ჩამოთვლილი ფაქტები თქვენს პარტნიორს ახასიათებს, ეს ყველა ნიშანია იმისა, რომ ის გღალატობთ. შეუძლებელია, რომ ისინი ცოლმა ვერ შეამჩნიოს და ამ ფაქტების შემდეგ, მისგან დადასტურება, რომ ნამდვილად გღალატობთ, სულაც არაა საჭირო – ის მოღალატეა!

 

intermedia.ge

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები