31 იანვრის ასტროლოგური პროგნოზი (2019 წელი)

ვერძი შეეცადეთ არ მოდუნდეთ და რაც შეიძლება სწრაფად გაუმკლავდეთ ამ მდგომარეობას – დღის მეორე ნახევარში ავადმყოფობისთვის არ გეცლებათ, რადგან საყვარელ ადამიანთან რომანტიკული შეხვედრა მოგინდებათ.


ჩატვირთვა...

კურო თქვენ თანამშრომლებს მეგობრებად მიიჩნევთ და სულ ტუილად. ისინი არიან ადამიანები, რომლებიც თქვენთან ერთად მხოლოდ სამუშაო საათებს ატარებენ. არ ღირს გარისკვა და მათთვის საკუთარი საიდუმლოებებისა თუ სამომავლო გეგმების განდობა. მოშურნეებმა შესაძლოა ყველაფერი გააფუჭონ.

ტყუპები როგორ დახარჯოთ არარეალიზებული შესაძლებლობები?! – გამოსავალი არსებობს! დასაწყისისთვის შეადგინეთ თქვენთვის პერსპექტიულ დაწესებულებათა ნუსხა, სადაც ისურვებდით მუშაობას და დააგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV). დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი გამოგივათ, თქვენ მხოლოდ სცადეთ.

კირჩხიბი სამუშაო დღე მშვიდი გექნებათ. სამსახურში პატარ-პატარა, მაგრამ პერსპექტიული ცვლილებებია მოსალოდნელი. ეს დაგეხმარებათ დაასრულოთ ყველა დაწყებული საქმე. შეეცადეთ გონივრულად მიუდგეთ ყოველ პრობლემას და თავი აარიდოთ ხელმძღვანელებთან კამათს. ერთ-ერთ ყველაზე ხელსაყრელი დღეა ადამიანებისთვის, ვისაც დაქორწინება ან ბავშვის ჩასახვა აქვს დაგეგმილი.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები