2019 წლის ასტროლოგიური დახასიათება რამაზ გიგაურისგან – როგორი წელი იქნება და რას უნდა ელოდეთ ამ წელს

აღმოსავლური კალენდრის მიხედვით 2019 წელი მიწის (ყვითელი) ტახის (ღორის) წელი იქნება. ის 2019 წლის 5 თებერვალს დაიწყება და 2020 წლის 24 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება.


ჩატვირთვა...

ტახის წლის ზოგადი დახასიათება (სიკეთე, პატიოსნება, სიმდიდრე)

ტახის წლისთვის დამახასიათებელია სიმშვიდე და იშვიათად რომ რაიმე ტიპის პროცესები გართულდეს და უკონტროლო გახდეს. მითუმეტეს, რომ „მიწის ტახი“ – ეს არის პრაქტიკულობა და რეალიზმი. ამიტომ მერყევი საკითხები დასრულდება ან დასტაბილურდება მაინც. სასიკეთო წელი იქნება ძირეული ცვლილებებისთვის და ფინანსური განვითარებისთვის. პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი პირადი ცხოვრებაშიც. შესაძლებელი გახდება გართულებული ურთიერთობების დარეგულირება და დაკარგული პოზიციების დაბრუნება.

რას უნდა ველოდოთ 2019 მიწის (ყვითელი) ტახის წელს

ტახის წელს (1911, 1923, 1935, 1947, 1959, 1971, 1983, 1995, 2007, 2019) – აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით მიწის ენერგია მართავს და ყვითელ ფერთან ასოცირდება. ჩინური ასტროლოგიის მიხედვით ტახი – აყვავების, დიდსულოვნების, გამბედაობის და საკუთარი შთამომავლობისთვის თავგანწირვის სიმბოლოცაა. ის აღმოსავლური ზოდიაქოს უკანასკნელი ნიშანია და მასში თავს იყრის წინა ნიშნების ყველა დადებითი და უარყოფითი თვისება. ასე რომ, ჩინური ასტროლოგიის მიხედვით ტახის წელს არა მხოლოდ ბარაქის, ბედნიერების და სიხარულის მოტანა შეუძლია, არამედ წარუმატებლობისაც.
2019 წელს პლანეტარული ენერგიები მიწის სტიქიის გავლენის ქვეშ აღმოჩნდებიან, რაც ადამიანებში შემდეგ თვისებებს განავითარებს, ესენია: პრაგმატულობა, საფუძვლიანობა, ლოგიკური აზროვნება, ურთიერთობებში და საქმიანობაში კონსერვატიზმისკენ მიდრეკილება. ადამიანები ამ წელს უფრო საღად და გონივრულად განსჯიან საკუთარ თუ სხვის საქციელს და გონივრულობას გამოიჩენენ. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ადამიანები გადაწყვეტილების მიღებისას უფრო საკუთარ გამოცდილებას და ცოდნას დაეყრდნობიან, ვიდრე ინტუიციას. ნაკლები იქნება გაუმართლებელ რისკზე წასვლის ალბათობა. თუმცა ადამიანების უმრავლესობას ეს წელიწადი მოულოდნელად მიღებული შემოსავლებით დაამახსოვრდებათ ან მაღალი შემოსავლების აქტიური ძიების პროცესში იქნებიან.

საკმაოდ წარმატებული პერიოდია ბიზნესის განვითარებისთვის, წარმოებაში ინვესტირებისთვის და დაბანდებისთვის, ასევე მეცნიერების, კულტურის და შემოქმედების განვითარებისთვის (ეს ტენდენცია საგრძნობი იქნება წლის პირველ ნახევარში). წლის პირველ ნახევარზე უკეთესი უფრო წლის მეორე ნახევარი აღმოჩნდება, განსაკუთრებით მეოთხე კვარტალი, როდესაც ადამიანები მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანას შეძლებენ და მთელი წლის მანძილზე დათესილს მოიმკიან.

ის ადამიანები, რომლებიც კარგი ორგანიზატორული ტალანტით გამოირჩევიან და პრაქტიკულობაც ახასიათებთ დიდ სიმაღლეებს მიაღწევენ, სათავეში ჩაუდგებიან ახალ წამოწყებებს, პროექტებს და დაწინაურდებიან. პოზიტიური ცვლილებები იქნება ისეთ დარგებში, როგორიცაა მშენებლობა, ფინანსები, ეკონომიკა, პოლიტიკა, ადმინისტრირება და ის სფეროები, რომლებიც სერიოზულობას, მეთოდურობას და მოხერხებულობას მოითხოვენ. სასურველია ამ დროს მოხდეს „შემოსავლიანი“ იდეების დანერგვა და განვითარება.

ჩინური ასტროლოგიის მიხედვით 2019 წლის მფარველი ვარსკვლავია „მაო“ (პლეადები). მას ჩინელი ასტროლოგები „ზეცის თვალებსა და ყურებს“ უწოდებენ. ამიტომ დიდი ალბათობით მოსალოდნელია ამ წელს გამოაშკარავდეს ძველი დანაშაულები ან ვიხილოთ სკანდალური სასამართლო პროცესები.
2019 წელს „ინ“ (მდედრული) ენერგია მართავს. ეს კოსმოსური იმპულსების პასიურ გამოვლენაზე მიანიშნებს. აქედან გამომდინარე, ტახის წელს წარმატების მისაღწევად აუცილებელი იქნება აქტიურობისთვის სწორი დროის შერჩევა – რა დროს აქტიურობაა საჭირო და რა დროს დროულად გაჩერება. მიწის სტიქიის მდედრული ენერგია – ეს არის ნაყოფიერი მიწა, მოსავალი. თუმცა ეს არ ნიშნავს სწრაფი შედეგების მიღებას. პირიქით, ამ დროს წარმატების მიღწევისთვის ადამიანებმა გათვლა გრძელვადიან პროექტებზე, მოთმინებასა და შრომისმოყვარეობაზე უნდა გააკეთონ.

ტახი განასახიერებს კარმულ გამოსყიდვას, რომელიც შეიძლება უკავშირდებოდეს ან სულიერ ძებნას და მატერიის დაძლევას ან ზედმეტ ემოციურობას, მგრძნობიარობას, მიწიერი სიამოვნებისკენ სწრაფვას. აღმოსავლეთში ეს ნიშანი ასევე ტკბობის, სიამოვნების მიღების, ტყუილის და ვნების სიმბოლოა, მაგრამ ამასთან ერთად ტახს მარტოხელა გამცილებელს ადარებენ, რომელსაც ადამიანის სულიერებისკენ მიყვანა ხელეწიფება.

2019 წელს – „ძაღლის“ სამართლიანობას, ერთგულებას, პასუხისმგებლობასა და სიფხიზლეს „ტახის“ პატიოსნება, სხვაზე მინდობის და სიკეთის გაკეთების სურვილი შეცვლის. 2019 წლის პირველი ნახევარი აქტიური და საქმიანი იქნება, ეს მეორე ნახევარში შრომის შედეგების მიღებას შესაძლებლობას შექმნის.
მთლიანობაში, ტახის წელიწადი – ეს ახალი შესაძლებლობების დროა, როდესაც საშუალება მოგვეცემა მივიღოთ ცხოვრებისგან სიამოვნება, ვისიამოვნოთ საინტერესო მოგზაურობებით და თავგადასავლებისგან ახალი შთაბეჭდილებები მივიღოთ. მართალია, გრძნობების გამოვლენის კუთხით მოკრძალება ტახის წელს არ გვმართებს, მაგრამ კვებაში უმჯობესია თავშეკავება გამოვიჩინოთ და დავიცვათ ჯანსაღი დიეტა. ტახი თავის თავს უარს არაფერზე ეუბნება, ხოლო დადებითი ემოციების კომპენსირებას კი გემრიელობების დაგემოვნებით ახდენს. სწორედ ამიტომ ამ წელს, უფრო სწორედ კი მის მეორე ნახევარში ზოგიერთ ნაკლებად მოძრავ ან სუსტი ნებისყოფის ადამიანს მოსალოდნელია წონასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას.

სტიქიების მიხედვით 2019 წლის 2 დეკემბრამდე შედარებით პოზიტიური იქნება ცეცხლის სტიქიით, ანუ ვერძის, ლომის და მშვილდოსნის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის, ხოლო 2019 წლის 2 დეკემბრიდან – წლის ბოლომდე უკვე მიწის სტიქიით, ანუ კუროს, ქალწულისა და თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის იქნება სასიკეთო.

2019 წელს მზის სამი დაბნელება დაფიქსირდება: 6 იანვარს (ნაწილობრივი), 2 ივლისს (სრული) და 26 დეკემბერს (რგოლური). რაც შეეხება მთვარის დაბნელებას, ის ორი იქნება: 21 იანვარს (სრული) და 16 ივლისს (ნაწილობრივი).

სრული ვერსიის ნახვა facebook.com
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები