11 საიდუმლო ხერხი, რომელსაც ავტოსკოლებში არ გასწავლიან – ამის ცოდნა ყველას გამოგადგებათ!

11. შეამოწმეთ სწორად არის თუ არა დარეგულირებული სარკეები


ჩატვირთვა...

 

თუ სარკეები სწორად არ არის დაყენებული, წარმოქმნება ე.წ. ბრმა ზონა – გზის ნაწილი, რომელსაც ვერ ხედავთ, – შესაბამისად, მომავალ ავტომანქანასაც ვერ შენიშნავთ. ბრმა ზონის თავიდან ასაცილებლად დაარეგულირეთ გვერდითი სარკეები ისე, რომ თქვენივე მანქანა არ ჩანდეს (ან სულ ოდნავ ჩანდეს) მათში. იმისათვის, რომ შეამოწმოთ, ხომ არ გაჩნდა ბრმა ზონა, უკუსვლით ნელა იმოძრავეთ სხვა გაჩერებული მანქანის გვერდით და იყურეთ გვერდით სარკეში. როგორც კი მანქანა სარკეში გაქრება, უნდა შემოვიდეს თქვენი თვალთახედვის არეში. უკანა ხედვის სარკე ისე უნდა დარეგულირდეს, რომ უკანა საქარე მინა სრულად ჩანდეს მასში. სარკეების რეგულირებისას მიიღეთ ზუსტად ის პოზა, რომელშიც, ჩვეულებრივ, მართავთ მანქანას.

10. ისწავლეთ ბორბლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა

 

 

ორმოებში ჩავარდნისა და პარკირებისას მანქანის გაფხაჭნის თავიდან ასაცილებლად, უნდა ვგრძნობდეთ ზუსტად რა ადგილზეა ბორბალი. ამისათვის, აიღეთ ცარიელი პლატმასის ბოთლი, გასრისეთ ფეხით, დადეთ გზაზე და შეეცადეთ რიგ-რიგობით წინა მარჯვენა და მარცხენა ბორბლებით გადაუაროთ. ფანჯარა ღია გქონდეთ, რათა გაიგოთ პლასტმასზე ბორბლის შეხების ხმა.

 

9. პარკირებისას ორიენტირება მოახდინეთ ფანჯრებსა და სარკეებზე

 

 

თუ წინა მხარით ბორდიურთან ახდენთ პარკირებას, გაჩერდით როგორც კი ბორდიური გამოჩნდება გვერდით ფანჯარაში. ამგვარად, ბორდიურთან მანძილი მინიმალური იქნება და ბამპერს არ გაფხაჭნით.

თუ წინა სვლით, გვერდით ბორდიურის პარალელურად ახდენთ პაკირებას, მთავარია დისკები არ გაფხაჭნოთ. ამისათვის, დააკარით ფერადი წებოვანი ლენტი (“სკოჩი”) წინა საქარე მინის ქვეშ. როგორც კი ბორდიურის ხაზი დაემთხვევა “სკოტჩით” მონიშნულ ადგილს, გაჩერდით. ბორიურის პარალელურად პარკირება უმჯობესია უკუსვლით – მაშინ ბორდიური ჩანს ფანჯრებში და ზედმეტად ახლოს არ მიხვალთ.

 

8. თვალყური ადევნეთ წინ მიმავალ მაღალ მანქანებს

 

გზაზე სვლისას ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ უშუალოდ თქვენს წინ მიმავალ ავტომობილებს, არამედ სხვებსაც, განსაკუთრებით მაღალ მანქანებს, როგორიცაა ატობუსები, სატვირთოები და ა.შ. მათი მძღოლები უკეთ ხედავენ გზაზე სიატუაციას. თუ მაღალმა ავტომობილებმა ერთდროულად დაიწეს ერთ ზოლში გადაჯგუფება, ესე იგი, მეორე ზოლში რაღაც დაბრკოლებაა (ავარია ან სხვა შემთხვევა), ამიტომ თქვენც თადარიგი დაიჭირეთ და წინასწარვე იმავე ზოლში გადადით.

7. თუ ძრავა არ ირთვება, ჩართეთ შორი განათების სინათლეები

 

ზოგჯერ, ზამთარში, მანქანა პირველივე მცდელობაზე არ იქოქება. ამიტომ საჭიროა აკუმულატორის გათბობა. ამისათვის, ერთი წუთით ჩართეთ შორი განათების ან საავარიო სინათლეები.

6. ღამით ქვემოთ ჩამოსწიეთ უკანა ხედის სარკე

 

 

ცოტამ თუ იცის, რომ მანქანის სალონში სტანდარტულ უკანა ხედის სარკეს 2 რეჟიმი გააჩნია – დღის და ღამის. იმისათვის, რომ უკან მომავალი მანქანის სინათლეებმა თვალი არ მოგჭრათ, ოდნავ ქვემოთ უნდა ჩამოსწიოთ უკანა ხედის სარკე და ამგვარად შეცვალოთ მისი რეჟიმი.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები