10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი (2017 წელი)

ვერძი: ამ დღეს შესაძლოა დახმარებისათვის მეგობრებმა ან ნათესავებმა მოგმართონ. შეეცადეთ არ გააწბილოთ ისინი, ნუ გამოიჩენთ სიძუნწესა და ეგოიზმს. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთმა ვერძმა განაახლოს მეგობრული კავშირი მასთან, ვისაც დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ ეწყობოდა. ახალი პროექტი ამ დღეს მოგებას გპირდებათ.

კურო: ერთერთი ყველაზე საშიში დღეა. ძალიან დიდია ალბათობა ტრავმების, ავარიებისა და კატასტროფეებისა. თუ უკიდურეს სიფრთხილეს გამოიჩენთ, უბედურებას თავიდან აიცილებთ. სათანადოდ შეაფასეთ საკუთარი ძალები და ნუ გადააჭარბებთ. უმჯობესია ყველაფერს მომზადებული შეხვდეთ. ყველაზე უარეს შემთხვევაში შეძლებთ სულით არ დაეცეთ და აღმოუჩნოთ მხარდაჭერა ახლობელ ადამიანებს. ამ დღის სიზმრები ასრულებადია.


ჩატვირთვა...

ტყუპები: შემოსავალი დასტაბილურდება. დღეს თქვენი ინტუიცია არ დაგაღალატებთ. გაიღიმეთ მაშინაც კი თუ საქმეები მთლად კარგად არ მიდის. ასე შეძლებთ მტრების შეცდომაში შეყვანას და შინაურების დამშვიდებას.

კირჩხიბი: კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით, გამონახეთ დრო მედიტაციისა და სულის განწმენდითი პროცედურებისათვის. უარი თქვით მძიმე საკვებზე და ალკოჰოლზე. დღეს თამამად შეგიძლიათ მკურნალობის კურსის დაწყება – პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის, შედეგი კი მოსალოდნელს გადააჭარბებს.

ლომი: შენარჩუნდება დაძაბულობა ფინანსურ სფეროში, ასევე ურთიერთობებში თანამშრომლებთან და მეორე ნახევართან. ან როგორ იხალისებთ, როცა არც სამსახურში გაფასებენ და არც სახლში?!

ქალწული: გიყვარდეს მოყვასი შენი – ესაა ამ დღის დევიზი. თუ მას შეასრულებთ, საღამოს ჯილდოსაც მიიღებთ. ასევე მიაქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულსა და თვალებს.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები