“1 წლის განმავლობაში ივლიან გაუპარსავი ფეხებით… აყროლებული იღლიებით და…” – რა დაემართებათ ქართველ გოგონებს თუ მართლაც სავალდებულო გახდება მათი ჯარში გაწვევა

გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის აზრით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა ქალებსაც უნდა შეეხოთ.


ჩატვირთვა...

დეპუტატს მიაჩნია, რომ თუ პარლამენტში უნდა ამოქმედდეს გენდერული თანასწორობის პოლიტიკა, მაშინ ქალებიც ისევე უნდა წავიდნენ ჯარში, როგორც მამაკაცები.

“მსოფლიო გამოცდილება აჩვენებს, რომ ქალები ჯარში მიდიან. თუ პარლამენტში ითხოვენ გენდერულ თანასწორობას, ჯარშიც უნდა წავიდნენ”, – ამბობს იოსებ მაკრახიძე.

მაშ ასე, დავიწყოთ:

  1. პირველ რიგში გენდერული თანასწორობა აღდგება ქალსა და მამაკაცს შორის (ამჟამად კაცები დაჩაგრულები ვართ მაგ მხრივ).
  2. ქალები ცხოვრების 1 წელსა და რამდენიმე თვეს ისევე დაკარგავენ და გაფლანგავენ როგორც კაცები ფლანგავენ ახლა.
  3. 18 წელს გადაცილებული გოგონები კომისარიატში სირბილს დაიწყებენ (რა თქმა უნდა იქ უხეშად უპასუხებენ და ამაზე ნერვებმოშლილი გოგონები წიკვინს დაიწყებენ)
  4. არასოდეს მოუნდებათ 27 წლამდე უნივერსიტეტის დამთავრება, შეიტენიან საგნებს, გადააბარებენ და ა.შ. მეორე ვარიანტი გააგრძელებენ მაგისტრატურაზე სწავლას, ამასობაში დოქტურანტურაზე ჩაბარებაც მოუწევთ…
  5. დღე-ღამეს ყაზარმაში გაატარებენ, უკეთეს შემთხვევაში რომელიმე ობიექტის დაცვით ჩაუსისხლიანდებათ თვალები, უარეს შემთხვევაში კი ციხის საგუშაგოს მცველები გახდებიან…
  6. 1 წლის განმავლობაში ივლიან გაუპარსავი ფეხებით, რომლებსაც ფორმის ქვეშ ლამაზად დამალავენ, აყროლებული იღლიებით და 1 გადახუნებული ფორმით, რომელიც შეიძლება გაიხეს კიდეც მაგრამ არ გამოცვლიან.
  7. ფეხები ისე ჩაუყროლდებათ გადაქუცულ ბათინკებში, რომ ადამიანი სუნს 1 კმ-ს რადიუსში იგრძნობს.
  8. 1 წლის განმავლობაში მოუწევთ აყროლებულ ლეიბზე ძილი, რომელიც ბაღლინჯოებით და სხვა მწერებით იქნება სავსე.
  9. ინტერნეტი? ინსტაგრამი? ფეისბუქი? აჭრელდება ფორმიანი გოგონების სურათებით (მაგრამ ვინ რა იცის რა იმალება ამ ფორმის შიგნით)
  10. გადაეჩვევიან ყავის სმას და მიეჩვევიან დილით ადრე ადგომას.
  11. ის 75 ლარი, რომელსაც ხელფასად აიღებენ გზის ფულადაც არ ეყოფად არამც თუ ჭამასა და ჰიგიენის საშუალებებში.
  12. გაეზრდებათ ულვაშები და უბრალოდ იმდენად გადაქანცულები იქნებიან, რომ ეპილაცია კი არა მოპარსვის თავიც არ ექნებათ….
  13. თავის მოვლა? ეგ რა არის? ტონალური? თქვენი ტონალური ქვიშა და ტალახი იქნება…
  14. პრეტენზიებს რაც შეეხება, ბოლომდე გიხმარენ უფროსები (მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ქმრისგან ან შეყვარებულისგან ერთ პატარა შენიშვნასაც ვერ იტანთ)

და ამის შემდეგ ქალებო, კიდევ გინდათ გენდერული თანასწორობა? იმედია მიიღებთ! მე ამის მომხრე ვარ!

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები